четверг, 26 февраля 2009 г.

               საქართველოში სწავლა-განათლების საქმე ძველთაგანვე მაღალ საფეხურზე იდგა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ lV საუკუნაში კოლხეთში, ახლანდელი ფოთის მახლობლად, არსებობდა ფილოსოფიური აკადემია, სადაც სწავლა განათლების მისაღებად უცხოეთიდან მოდიოდანენ.
            მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ფართოდ განვითარებამ თავისი გამოხატულება ჰპოვა ვრცელ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობაში, რასაც ჩვენში ეწეოდნენ ქართველი ერის მოწინავე შვილები, რომელთა თაოსნობით 1879 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. რომლიც თავის მიზნად ძირითადად მიიჩნევდა დაწყებითი სკოლების გახსნას ქართულ ენაზე. მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა, საზოგადოების გამგეობამ დაწყებითი სკოლები გახსნა საქართველოს სხვა დასხვა ქალაქებსა და სოფლებში.
                   გადმოცემით 1895 წელს მაშინდელმა მამასახლისის ალექსი ლომიშვილის ინიციატივით სოფელ ავჭალის მოსახლეობამ თხოვნით მიმართეს წერა-კითხვის გამაცრცელებელ საზოგადოებას, რომ ავჭალაში გამოეგზავნათ ვინმე წერა-კითხვის გავრცელების მიზნით. ყურად იღეს მათი თხოვნა და ავჭალაში გამოგზავნეს ახალბედა 16 წლის გოგონა ლიზა წვიმაძე. რომელსაც საცხოვრებელი სახლი სამეცადინო ოთახი სოლომონ ლომიშვილის სახლში გამოეყო. თავდაპირველად რამოდენიმე კაცი ესწრებოდა მეცადინეობას. შემდეგ როდესაც შეუძლებელი შეიქმნა ერთ ოთახში მეცადინეობა სოფელმა ააშენა შენობა ოთხწლიანი სწავლებისათვის, სადაც სკოლის ხელმძღვანელად და მასწავლებლად დაინიშნა ლიზა წვიმაძე. მან რუსულის მასწავლებლად მოიყვანა მისი მეგობარი დარია ლეჟავა. მალე მათ გამოუჩნდნენ მიმდევრები ვერა თურქაძე, თამარ გადევანიშვილი, ეკატერინე ჩახიძე და ლიზა გარაყანიძე, რომელმაც თავისთან შეიკედლა ლიზა და დარია თავის კუთვნილ სახში ერთი ოთახი გამოუყო საცხოვრებლად. ეს სკოლა იყო პირველი სკოლა ავჭალაში და მის საფუძველზე შეიქმნა მრავალი სხვა სკოლა ( ამჟამინდელი მე-16, 45-ე, 118-ე, 119-ე, 120-ე საჯარო სკოლები).
         გასაბჭოების შემდეგ თავად ბაზაზის სახლში გაიხსნა სოფელ ავჭლის საშუალო სკოლა, რომლის პირველ დირექტორად დაინიშნა მირიან დოლიძე. იგი შესცვალა აკაი ფოჩხუამ, მისი ფრონტზე გამგზავრების შემდეგ სკოლას სათავეში ჩაუდგა ბიჭიკო სამსონია.         1922 წელს საქართველოში  მტკვრისა და არაგვის შესართავთან ახლოს დაიწყო პირველი ელექტრო სადგურის მშენებლობა. ჰიდროელექტროსადგურის საამშენებლო სამუშაობის გაფართოვებასთან ერთად მახლობელ სოფლებიდან მრავალი გალეხი მოვიდა სამუშაოდ, ზოგი სეზონურად, ზოგიც დარჩა იქ სამუშაოდ, სამუშაოების დამთავრებამდე. ამოტომ მშენებლობის ადმინისტრაციამ მათთვის ააშენა საცხოვრებელი ბინება (კერძო და ბარაკის ტიპის). მუშების კულტურული მომსახურების გაომჯობესების მიზნით გაიხსნა მუშა-მომსახურეთა კლუბები სადაც მუშაობდა დრამატული, მუსიკისა და მომღერალთა, ტანვარჯიშის, ლიტერატურული წრეები. აქვე გაიხსნა წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სტუდენტი ვინმე სავანიძე. მალევა აღნიშნული სკოლა გადაკეთდა ავჭალის შვიდწლიან სკოლად, რომლის დირექტორად დაინიშნა კოსტანტინე მანაგაძე.
       1932 წელს ავჭალაში აშენდა „ცენტროლიტის“ ქარხანა. იგი იყო ფოლად -თუჯ სასხმელი ქარხანა, ვინაიდან საქართველოში ძალზე მცირე იყო ამ დარგის სპეციალისტები რუსეთიდან ჩამოიყვანეს მუშა ხელი და მათი შვილებისათვის 1934 წელს გაიხსნა ჯერ რუსული დაწყებითი სკოლა, შემდეგ მალევე გადაკეთდა რუსულ რვაწლიან სკოლად 1938 წელს სკოლას დაემატა 10–11 კლასები და ეწოდა ავჭალის რუსული საშუალო სკოლა. მისი დირექტორი იყო ვინმე კენჭაძე. 1956-57 სასწავლო წელს სკოლაში გაიხსნა ქართული სექტორი ამ პერიოდში სკოლას უკვე ხელმძღვანელობდა ვლადიმერ ასატუროვი.
         1943 წელს გაუქმდა ლიზა წვიმაძის ავჭალის ოთხწლიანი სკოლა და შეუერთდა ზოგი ავჭალის საშუალო სკოლას, ზოგი ავჭალის მაშინდელ შვიდ წლიან სკოლას.
          1962 წელს სოფელ ავჭალის თბილისთან მიერთების შემდეგ ავჭალის საშუალო სკოლას ეწოდა თბილისის 118-ე საშულო სკოლა. მისი დირექტოი იყო იპოლიტე ბერაძე. ხოლო ავჭალის რუსული საშულო სკოლას  თბილისის 119-ე საშუალო სკოლა. 1972 წელს მის დირექტორად დაინიშნა ნინო კვანტალიანი.   რვაწლიან სკოლას ეწოდა თბილისის 120-ე რვაწლიანი სკოლა.  
              1969 წელს კოსტანინე მანაგაძე ავადმყოფობიფ გამო წავიდა სკოლიდან მისი
ადგილი დაიკავა მისმა აღზრდილმა ამავე სკოლი პედაგოგმა არჩილ ივანიშვილმა. 1975 წელს რვაწლიანი სკოლა გადაკეთდა 120-ე საშუალო სკოლად, რომელმაც ახალმოსახლეობა იზეიმა ავჭალაში უწერის ქუჩაზე. 1987 წელს ასვე ავადმყოფობით სკოლის დირექტორობა დატოვა არჩილ ივანიშვილმა და სკოლი დირექტორად დაინიშნა რომეო ილირიძე, რომელმაც იმუშავა 1994 წლამდე, მას შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა დემურ გოთოშია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ავჭალაში სკოლის დაარსების თარიღი 1895 წელია. 1995 წელს 20 მაისს ჩვენმა სკოლამ და ავჭალის საზოგადოებამ დიდი ზარზეიმით აღნიშნა ავჭალაში სკოლის დაარსების 100 წელი. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩვენს სკოლას ეწოდა წმინდა პეტრე მოციქულის სახელობის 120- საშუალო სკოლა, სკოლა აკურთხა და დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მისმა   უწმინდესობამა ილიაll. მალევე სკოლას სახელი შეეცვალა და ეწოდა წმინდა პეტრეს სახლობის მე-10 სკოლა-გიმნაზია. 1998 წელს დემურ გოთოშია გადაყვანილი იქნა თბილისის 69-ე საშუალო
სკოლაში. ამავე წელს სკოლაში მოვიდა დირექტორად ბორის სადღობელაშვილი. საქართველოში სასკოლო რეფორმიდან გამომდინარე სკოლა გადაკეთდა საჯარი იურიდილ პირად და მას 2005 წელიდან ეწოდა თბილისის 120-ე საჯარო სკოლა. 2006 წელს ზემოთ არნიშნული რეფორმებიდან გამომდინარე სკოლაში აირჩა სკოლის უმაღლესი ორგანო სამეურვეო საბჭო, რომელმა 2007 წელს ერთხმად აირჩია სკოლისდირექტორად ჩვენივა სკოლის რუსული ენა და ლიტერატურის პედაგოგი მარინა წერეთელი.
          სკოლაში თავის დროზე მოღვაწეობდნენ ისეთი ღვაწმოსილი და ცნობილი პედაგოგები როგორიც იყვნენ ვანო მაცუკაშვილი, რეზო ბახტაძე, ნანა გაბიტაშვილი, კარინა მოსიძე, ნათელა ბარათაშვილი, თალიკო ფაილოძე, მედეია გერმანოზაშვილი და სხვები.